ქუთაისში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

0
დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. მამაკაცი აზერბაიჯანელია და უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სულ საქართველოში კორონავირუსის 809 დაფიქსირებული შემთხვევა გვაქვს, მათგან 13 გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით კარანტინში 2915 პირი იმყოფება. კორონავირუსი
KUTAISIDAILY
0