უჩვეულო შესაძლებლობის მქონე ადამიანები

0

1)ადამიანი კომპიუტერი

ბრიტანელ Daniel Tammet-ი, არის ადამიანი , რომელიც ვერ ანსხვავებს მარჯვენას და მარცხენას, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან იოლად გამოყავს მათემატიკური ამოცანები მხოლოდ თავისი ტვინის დახმარებით, ყოველგვარი გამომთვლელი მანქანისა და მისთანების გარეშე. “მე ციფრებს ვხედავ ვიზუალურად, მათ გააჩნიათ ფერი და სტრუქტურა, ფორმები. სხვადასხვა ამოცაბნებს ვხედავ როგორც პეიზაჟებს” – აცხადებს ტამეტი. ყველაფერ ამასთან ერთად იდ ლაპარაკობს 11 ენაზე: ინგლისური, ფრანგული, ფინური, გერმანული, ესტონური, ესპანური, რუმინული, ისლანდიური (რომელიც 7 დღეში ისწავლა), ლიტვური (რომელზეც ყველაზე ხშირად ლაპარაკობს), ვალიური და ესპერანტო.

2)ადამიანი ღამურა

ახალგაზრდა Ben Underwood-ი საკრამენტოდან, აბსოლიტურად ჯანმრთელი დაიბადა. სამი წლის ასაკში კი ექიმები იძულებული იყვნენ წაერთმიანთ მისთვის თვალის სინათლე, კიბოს გამო. მაგრამ მიუხედავად ამისა ბენმა ჩვეულებრივ განაგრძი ცხოვრება, თანაც სრულფასოვანი ბენი გადასაადგილებლად იყენებს თავის ენას, რომლითაც გამოსცემს უჩვეულო ხმებს და სწორედ ასეთი ხმებით ის მოძრაობს სრულფასოვნად. მიუხედავად იმისა იმყოფება ის მისთვის ნაცნობ, თუ სრულიად უცნობ ადგილას. ექიმების დასკვნით ბენი არ ფლობს არანაირ გამახვილებურ სმენას, უბრალოდ მისმა ტვინმა ისწავლა ხმების ვიზუალურად აღქმა, რაც ამსგავსებს ადამიანს ჩვეულებრივ ღამურას ან დელფინს

3)რეზინის ადამიანი

ამერიკელი Daniel Smith-ი, რომელიც უბრალოდ სასწაულებს აკათებს თავისი სხეულით. უკვე 4 წლის ასაკიდან ის აოცებდა გარშემო მყოფებს, ხოლო როდესაც შეუსრულდა 18 წელი გაიქცა სახლიდან და შეუერთდა ცირკს. ამის შემდეგ “რეზინის ადამიანი” მონაწილეობას ღებულობდა უამრავ საცირკო ნომრებში, საკალათბურთო და ბეისბოლის მატჩებში, უამრავ სატელევიზიო შოუში. ექიმები თვლიან, რომ დენიელის ასეთი პლასტიკურობა მას დაბადებიდანვე მოჰყვება, თუმცა შემდგომში მანაც დახვეწა ბევრი რამ.

4)რკინის მჭამელი

ფრანგმა Michel Lotito (დაბადებული 1950 წელს), თავისი უჩვეულო შესაძლებლობა აღმოაჩინა 9 წლის ასაკში, როდესაც მშობლების გარდაცვალებისგან შეშინებულმა ტელევიზორი შეჭამა. 16 წლისამ მან უკვე ხალხის გართობა დაიწყო და ამით ფულსაც შოულობდა. ის ჭამდა რკინას, მინას და რეზინასაც ყველას თვალწინ. აღსანიშნავია ის, რომ ლატიტოს კუჭი ამას მშვენივრად იტანს, თან მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეჭმული დეტალი შხამიანიც კი ყოფილა. გინესის რეკორდების წიგნში ლატიტო მოხვდა იმიტომ, რომ მან შეჭამა თვითმფრინავი “სესნა-150”. ის მიირთმევდა მას 2 წლის მანძილზე 1978-1980წწ. დღეში დაახლოებით ერთ კილოგრამს.

5)კბილის მეფე

მალაიზიელი Rathakrishnan Velu ცნობილია როგორც “კბილის მეფე”. მისი უნიკალური შესაძლებლობები მართლაც რომ გაოცებას იწვევს. 2007 წლის 30 აგვისტოს, მალაიზიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მან დაამხო საკუთარ რეკორდი და 6 ვაგონიანი მატარებელი, რომლის წონაც 297 ტონა იყო, 2.8 მეტრზე გაწია კბილებით.
Feedc
#გააჟღერე
#ადამიანები
#უცნაური
#საინტერესოფაქტები
#საინტერესო
#უჩვეულო
#ახალიამბები
0