კალაძე 23 საუკეთესოს შორის

0
თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ცნობილმა უკრაინულმა ვებ-გვერდმა ყველა დროის საუკეთესო 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომელებმაც საკლუბო დონეზე წარმატებული კარიერის მიუხედავად, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე ვერ ითამაშეს. ალფრედო დი სტეფანოს, რაიან გიგზის, ჯორჯ ბესტის, იან რაშისა და სხვა ვარსკვლავების კვალად სიმბოლურ ნაკრებშია კალაძეც, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო და 83 შეხვედრის ჩატარებაც მოასწრო. საკლუბო დონეზე კი ქართველმა ფეხბურთელმა "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. კალაძე სიმბოლურინაკრები
tbilisidaily
0