სეტყვა, ქარი, ელჭექი - ამინდი კვირის ბოლოს გაუარესდება

0
12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან სეტყვაც შესაძლებელია, თუმცა სიცხე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ივნისს საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 32, 37, სანაპირო რაიონებში 25, 30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 30, 35 გრადუსია მოსალოდნელი. 11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ამასთან, თბილისში 11 ივნისამდე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 32, 34 გრადუსი დაფიქსირდება. ამინდისპროგნოზი წვიმა ქარი
tbilisidaily
0