სავაჭრო ჯიხურებს გადასახადებისგან გაათავისუფლებენ

0
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურებს 3 თვის განმავლობაში გადასახადებისგან გაათავისუფლებენ. მანამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჯიხურების მფლობელებს შეხვდა და მათთან კორონავირუსის შემდეგი მუშაობის გეგმა განიხილა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტრკარაძე და ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე. პანდემიის გამო, ვაჭრობა რამდენიმე თვით მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა. ყველაზე დიდი ზარალი კი მცირე ბიზნესებს მიადგა. ბულვარში მოვაჭრეები ძირითადად, ტურისტებზე არიან დამოკიდებულები, ტურიზმის ინდუსტრიის დაზარალება კი მათ ზარალსაც ნიშნავს. ბათუმი ბულვარი ვაჭრობა
batumidaily
0