ილია

0
დღეს ილიას ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა. , , დღე როდესაც ვერ მოჰკლეს ილია'' – კარგი და სიმბოლური ფრაზაა, უწყინარი და დამაიმედებლი, მაგრამ ხანდახან სინდისს გვიმშვიდებს ხოლმე. გვიმშვიდებს და გვავიწყებს, რომ დიახ, ჩვენ მოვკალით. აი, ასე. ხელი არ აგვკანკალებია - არც სასხლეტის გამოკვრისას და არც მაშინ, რომ ამ გასროლის ექოდ ვწერდით: , , ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივა". მოვკალით და ბარემ ახლაც იოლად გავიმეორებთ, ჩვენ შორის რომ იყოს - "ლიბერალი, ბურთივით მრგვალი" . ოჰ, ოჰ, რა ცხადად წარმომიდგენია ტვინდამფრთხალი ჭილყვავების ყაყანი და წყევლა-კრულვა - მიზეზს იმდენს მოიდებდნენ, ძილი არ ექნებოდათ. ეს საქმე არ გვეშლება. ერთმანეთის ვერგატნა, ჩასაფრება და გასროლა. დაუძლეველი ეროვნული სპორტი. არც ეგ დავივიწყოთ, რომ ილიას ყოველდღე კლავდნენ უტყვიოდ - ხან გლეხების დახოცვას აბრალებდნენ და მერე ფოლკლორად ქცეულ მითებში, ამ გლეხების გვამებით ვენახის განაყოფიერებას. სიტყვა ტყვიაზე უფრო ტყვიაა. ეგეც ვიცით. ახლა მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენს თავში არ მოვკლათ ილია. იქ შევინარჩუნოთ და იქ ვაცოცხლოთ. და საღამოთი, , , ვის რა ვარგეს" განცდით, ასეც ვთქვათ - დაღამდა დღე, როცა არ მოვკალი ილია.
#გიორგიკეკელიძე
#giorgikekelidze
0