დატკბით პალიასტომის ტბის ულამაზესი კადრებით

0
გამდინარე ტბა, რომლის დიდი ნაწილი მდებარეობს სამეგრელოში, ქალაქ ფოთთან, თუმცა მისი დასავლეთ ნაწილი გურიის მხარეში შედის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.

ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ აღწერილი აქვს ეგნატე ნინოშვილს 1891 წლის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა“

„ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო. ზედ ხალხი იდგა და იმ ხალხს პავლიას ტომს ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხი და ყოველი სულდგმული დაიღრჩო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკონიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს“
პალიატომის ტბა სიდიდით მესამე ტბაა საქართველოში ( ფარავნისა და კარწახის ტბების შემდეგ ). ამავდროულად ის ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე და თევზით მდიდარი ტბაა საქართველოში. ეს ადგილი უნიკალურია ფრინველებზე
წარსულში პალიასტომის ტბა შავი ზღვის უბე იყო, ხოლო შემდეგ პერიოდში გამოეყო მას და ტბად იქცა. დროთა განმავლობაში უბე ამოივსო და ზღვასთან კავშირი გაწყდა. ამჟამად ტბა ზღვიდან 2 კმ სიგანის ქვიშიანი ზოლით არის გამოყოფილი.
#პალიასტომი
#ტბა
#პალიასტომისტბა
#საქართველო
#lake
#paliastomi
Tbilisi
Guria
Samegrelo-Zemo Svaneti
Poti
#ახალიამბები
#news
0