მიტროპოლიტი გერასიმე კორონავირუსზე ტესტირებას 25 სექტემბერს გეგმავს

0
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია „ფეისბუკზე" გავრცელებულ ინფორმაციაში უარყოფს ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის გადასვლის შესახებ. ეპარქიის განმარტებით, მიტროპოლიტი თვითიზოლაციაში არ არის. ეპარქიის პრესცენტრის ცნობით, „ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში. თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე". 24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ამ ეტაპზე 18 კრიტიკული მდგომარეობის პაციენტია.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30856398.html
#ახალი_ამბები
#twitter
0