აფეთქება თევზის ბაზარში-პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

0
ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფეთქების ხმა დილის 6 საათზე გაისმა. შედეგად კაფე ჩამოინგრა. ობიექტში არსებული ინვენტარის უმრავლესობა დაზიანდა. თევზის ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ დილით მისულებს შენობა ჩამონგრეული დახვდათ. ისინი ვარაუდობენ, რომ ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა, თუმცა ჩამონგრევის დროს გვერდით შენობაში იყო გადასული. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ​დაზიანებულია შემთხვევის ადგილზე გაჩერებული ავტომობილებიც. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. აფეთქება ბათუმი
tbilisidaily
0