საინტერესო ფაქტები

0
"„ნატვრის ხე“ ეკრანზე 1976 წელს გამოვიდა. წინასაპრემიერო ჩვენებაზე ბატონმა რეზო ჩხეიძემ მეგობრის , თენგიზ აბულაძის, თხოვნით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიპატიჟა. ბატონი რეზო ფილმის ჩვენების დროს უწმინდესის გვერდით იჯდა. უცებ ოხროხინეს (მღვდელი, რამაზ ჩხიკვაძე) ეპიზოდი გაახსენდა და ოფლმა დაასხა. აღარ იცოდა, რა ექნა. სწორედ ამ დროს ეკრანზე ეს კადრი გამოჩნდა და რეზო ჩხეიძემ უწმინდესის წინაშე თავის მართლება სცადა: ნაწარმოებში ასეაო. „არა უშავს, არა უშავს, ასეთებიც არიან“, – უპასუხა პატრიარქმა."
0