სად მიაქვს ქუთაისის მერიას საახალწლო ღონისძიებებისგან გამოთავისუფლებული თანხები?

0
ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები საკვებ პროდუქტებს იანვარშიც მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საბავშვო ბაღების გაერთიანება ავრცელებს. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, იანვარში პროდუქტების გაცემა წინასწარ განსაზღვრული არ იყო, რადგან, ტრადიციულად, იანვარში საბავშვო ბაღები ისვენებენ. “ეს შესაძლებელი გახდა რეგულაციების გამო გაუქმებული საახალწლო ღონისძიებებისთვის განსაზღვრული თანხების გამოყენებით. ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, დაზოგილი თანხები, რეგულაციების გახანგრძლივების გამო, ბაგა- ბაღების აღსაზრდელებისთვის იანვარში პროდუქტების გასაცემად იქნება გამოყენებული. დეკემბერში კი პატარები საახალწლო ტკბილეულსაც მიიღებენ საჩუქრად. სასურსათო ნობათს ამ ეტაპზე 8234 ბავშვი მიიღებს, ”-აცხადებენ ბაღების გაერთიანებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები #სიახლეები #ბაღები #დახმარება #kutaisidaily topnews.
0