ვინ მოკლა პრემიერ-მინისტრი?!

0
შვედეთის პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოლოფ პალმეს მკვლელი იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ქვეყნის მეთაური ვინმე სტიგ ეგსტრომმა მოკლა. თუმცა, 2000 წელს ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა, ამიტომ გამოძიება პალმეს მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურად დაიხურა. ოლოფ პალმე 1986 წელს მოკლეს, როცა ის სტოკჰოლმში კინოდან სახლში თავის ცოლთან ერთად ბრუნდებოდა. პრემიერს ზურგში ესროლეს.
0