ქუთაისის მერია ბოლო ერთ თვეში მესამე პირმა დატოვა

0
ქუთაისისის მერიაში საკადრო ცვლილებები კვლავ გრძელდება. ამჯერად თანამდებობა მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა გია ჩიჯავაძემ დატოვა. როგორც მერიაში აცხადებენ, მან პოზიცია ნებაყოფლობით, განცხადების დაწერის შემდეგ დატოვა. ჩიჟავაძე ამ თანამდებობაზე 2015 წელს დაინიშნა. ქუთაისის მერია ასევე დატოვეს ადმინისტრაციული და აუდიტის სამსახურის უფროსებმა. მანამდე კი პოზიცია ქალაქის მერმა დათმო. ქუთაისისმერია
kutaisidaily
0