მატარებლის განრიგის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

0
მატარებლის განრიგის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მატარებელი მხოლოდ დღისით იმოძრავებს და მხოლოდ 5 მიმართულება აღდგება. ბათუმიდან თბილისში ჩასვლა მატარებლით ისევ შესაძლებელი იქნება. სხვა ქალაქებში კი მატარებლით ბათუმიდან ვერ მოხვდებით. თბილისიდან აღდგება მსვლელობა ოზურგეთის, ფოთის, ზუგდიდისა და ქუთაისის მიმართულებებით. ფასები არ შეიჩვლება, მაგრამ მატარებლით ღამე მოგზაურობა შესაძლებელი აღარ იქნება. ბათუმის მიმართულებით მატარებელი დღეში ორჯერ იმოძრავებს. მატარებელში დისტანცია დაცული არ იქნება, მაგრამ პირბადის გამოყენება იქნება აუცილებელი. მატარებელი რკინიგზა ბათუმი კორონავირუსი
batumidaily
0