დამნაშავე სასწრაფოდ უნდა იყოს დაკავებული, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის აღქმა – გახარია

0
დამნაშავე უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკავებული და ამისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვს შსს-ს, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. რა თქმა უნდა, ის მიღწეული შედეგი, რომ მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა - დამნაშავე უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკავებული და ამისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვს შსს-ს, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
0