რას იწვევს B6 ვიტამინის დეფიციტი?

0
В6 ვიტამინი მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აქტიურად მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინისა და ლიპიდების დონეს, აუმჯობესებს მიოკარდის კუმშვას, ხელს უწყობს ფოლიუმის მჟავას აქტიურ ფორმაში გადანაცვლებას. ათეროსკლეროზის დროს В6 ვიტამინი აუმჯობესებს ცხიმოვან ცვლას.

B6 ვიტამინის დეფიციტი

მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები (უმეტესად - 2 წლამდე ასაკის ბავშვებში), მოუსვენრობა, დეპრესია; პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა; დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭების არეში, მოზარდებში - სებორეა და ჩვეულებრივი ფერიმჭამელები); მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. ავიტამინოზმა შეიძლება გამოიწვიოს უჯრედული ანემია.

საკვები, რომელიც მდიდარია B6 ვიტამინით

მას შეიცავენ ყველა ცილით მდიდარი საკვები. თევზი, კომბოსტო, კვერცხი, ძროხის ხორცი.
#news #opinion #health #forhealth
#healthylifestyle
#vitamins
#behealthy
Tbilisi
0