პროდუქტები, რომლებიც ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში

0
ასაკთან ერთად მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება კვების რაციონს, რადგან ქოლესტერინის დონის მატება და ათერომული ფოლაქების ჩალაგება სისხლძარღვთა კედლებზე სულ უფრო მეტად აღრმავებს ათეროსკლეროზულ პროცესებს ორგანიზმში და საშიშ დაავადებათა განვითარების რისკს ზრდის. პროდუქტები, რომლებიც ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში: 📌 ბულიონები საზოგადოდ ხორცი და ქოლესტერინი განუყოფელი მცნებებია. იგივე ეხება სოკოსა და თევზის ბულიონებს. ასაკოვანი ადამიანებისთვის აღნიშნული ბულიონების ჭამა არარეკომენდებულია, და მაინც, თუ ვერ ელევით ამ სახის წვნიანს, მოსახარშად უმჯობესია უძვლო ხორცი გამოიყენოთ, რადგან სწორედ ძვლებია დიდი რაოდენობით ქოლესტერინისა და კალორიების წყარო. 📌ცხიმიანი ხორცი ღორის, ცხვრის, ბატისა და ინდაურის ხორცი ასევე მავნებელია ასაკოვანი ადამიანებისთვის, დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველობის გამო. ნაჯერი ცხიმები ხომ ჯანმრთელობისათვის მავნე ცხიმებად არის აღიარებული, ისინი უშუალოდ უკავშირდება ე.წ ცუდ ქოლესტერინს. ამ კუთხით საყურადღებოა აგრეთვე ტვინი და ღვიძლი. ეს პროდუქტები ასევე ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში. 📌 ძეხვეული და კონსერვები დასახელებული პროდუქტების ჭამა სერიოზული დარტყმაა ორგანიზმისათვის. ისინი გაჯერებულია საკვები დანამატებითა და ტრანსცხიმებით, რომლებიც ყველაზე საშიში ცხიმებია ორგანიზმისათვის. სწორედ ისინი აჩქარებს ათერომული ფოლაქების განვითარებას და სისხლძარღვთა დაზიანებას. გარდა ამისა კანცეროგენებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს.
#news #opinion #health #forhealth #food
Tbilisi
0