რატომ უნდა დავაზღვიოთ ავტომობილი

0
დაზღვევა რისკის მართვის ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება. დაზღვევის შედეგად, კლიენტი საკუთარ რისკებს სადაზღვევო კომპანიას უნაწილებს და გაუთვალისწინებელ შემთხვევებს მასთან ერთად უმკლავდება. წლებია, ადამიანები აზღვევენ იმას, რაც მათთვის ძვირფასია: იქნება ეს ჯანმრთელობა, სახლი თუ მანქანა. უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაზღვევა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, საქართველოში კი ამ სფეროს პოპულარიზაცია სულ რაღაც ოციოდე წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 10, 4%–ია დაზღვეული, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგის დასრულებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2015–2019 წლის პერიოდს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, 2015–2019 წლის პერიოდში, ავტოდაზღვევის ბაზრის მოცულობა მნიშვნელოვნად 46, 6 მლნ. ლარიდან 96, 8 მლნ. ლარამდე – 108%–ით გაიზარდა. მათ შორის, 2019 წელს საცალო ბაზრის სეგმენტმა – 56.2 მლნ (ზრდა – 130%), კორპორატიული ბაზრის სეგმენტმა 40, 5 მლნ. (ზრდა - 83%). კვლევაში საცალო და კორპორატიული ბაზარზე არსებული პროცესებია განხილული -როგორც ერთიანი პროდუქციული ბაზარი. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების სეგმენტს - 2019 წელს მისი მოცულობა 9.1 მლნ. ლარი იყო (ზრდა 2015 წლიდან – 18%). საერთაშორისო გამოცდილებით, Insurance Research Council-ის მონაცემებით, 2016 წელს ამერიკაში ავტოპარკის 87.4 პროცენტი იყო დაზღვეული. ჩვენი მაჩვენებელი კი რადიკალურად განსხვავებულია. დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილიდან დაზღვეული მხოლოდ 4, 8%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლების დიდი ნაწილი მოსალოდნელ რისკებს სათანადოდ ვერ აფასებს. სამწუხაროდ, ტენდენციას საიმედოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. საგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ქალაქში არსებული ქაოტური სიტუაციიდან გამომდინარე, ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ მანქანების დიდი ნაწილი დაზღვევის გარეშე მოძრაობს. ყოველდღიურად ვისმენთ მსუბუქი თუ მძიმე ინციდენტების ამბებს. ვისმენთ, როგორ დაზიანდა ავტომობილი ქარში თუ სეტყვაში, როგორ “გაუსვეს” ჩვენი მეგობრის მანქანას, მერე კი უკვალოდ გაუჩინარდნენ, ან როგორ მოსტეხეს სარკე ჩვენს მეზობელს ახალ ავტომობილზე. დაზღვევა ყველა ამ სიტუაციაში ეხმარება კლიენტს და მოსალოდნელ გართულებებს არიდებს თავიდან. გავრცელებული აზრით, ავტოდაზღვევა ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, თუ რისკებს აწონ-დაწონით, თანხა, რომელსაც სიმშვიდეში იხდით, მაინცდამაინც დიდი არ მოგეჩვენებათ. დაზღვევის სტანდარტული პაკეტი, რომლის ფასიც მანქანის ღირებულების 2.5%-იდან იწყება, მომხმარებელს გავრცელებული ავტოსაგზაო შემთხვევებისგან იცავს. 1000 ლარამდე ზარალი ადგილზევე ანაზღაურდება, საბურავის გახეთქვის, საწვავის ამოწურვისა და მანქანის გაჩერების შემთხვევაში კი ავტოასისტანსის მომსახურებით ისარგებლებთ. პოლისი „ავტო კლასიკი” ითვალისწინებს ასევე ავტოავარიას, ქურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას, მინის, სარკეების ცალკეულ დაზიანებას, საგნების დაცემას, სტიქიურ მოვლენებსა და ვანდალიზმს. რაც შეეხება ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას, ის გიცავთ იმ შემთხვევებში, თუ ავტომობილის მართვისას თავად დააზიანებთ მესამე პირის ჯანმრთელობას, მანქანას ან სხვა ქონებას. პოლისი აანაზღაურებს ზარალს, რომელიც თქვენი ბრალეულობით მიადგება სხვა ავტომობილს, სხვის ქონებას ან ჯანმრთელობას. სასურველი ანაზღაურების ლიმიტს თავად ირჩევთ: 5 000-დან 10 000 ლარამდე. ავტოდაზღვევა რისკები სტატისტიკა
TbilisiDaily
0