პენსია 30 ლარით გაიზრდება

0
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, პირველი ივლისიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ. “პენსიონერებს 70 წელს ზემოთ, პირველი ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით და მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა მაღალმთიანეთში მცხოვრები პირები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და ეს იქნება 300 ლარი.” - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის განცხადებით პენსიონერებს პენსია გარანტირებულად გაეზრდებათ ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის მაჩვენებლის პირობებშიც. გარანტირებული თანხა კი ყოველწლიურად იქნება 20 ლარი
##პენსია
##გიორგიგახარია
##პრემიერი
##batumidaily
0