19 votes
comments
3 shares
Save
აბიტურიენტო, ჩემო მეგობარო!
102 reads
მზია ჟორჟოლიანი
Tbilisi · 1 month ago

გამარჯობა,

მე ქუთაისის უნივერსიტეტი ვარ.

ასაკით თითქმის შენი ტოლი: ჯერ მხოლოდ 29 წლის.( ნუ, ცოტა ,,ხანდაზმულობა“ მოსულა)

არც ისეთი ბრძენი, რომ ზედმეტად ,,ზემოდან“ დაგიწყო დარიგება, შეგონება და ჭკუის სწავლება

შენგან ჩემამდე მოტანილი ცოდნა სოლიდური დივიდენდია შენი შემდგომი განვითარებისა და რეალიზაციისათვის.

თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთი უნდა შევავსოთ- ერთად გავიზარდოთ, ვისწავლოთ, ვიაზროვნოთ - ყოველ დღე ახლებურად და უკეთესად...

რა თქმა უნდა გავერთოთ კიდეც - მეც ძალიან მიყვარს მხიარული თავგადასავლები!

შენ მოსწავლეობიდან და სკოლიდან ნელ-ნელა გადმოხვალ სტუდენტობასა და უნივერსიტეტში - მე კი ზოგჯერ ბავშვობას დაგესესხები

ბეჯითი და გამორჩეული დახმარებისათვის, კონპენსაციის (სტიპენდიის) სახით გზადაგზა აგინაზღაურებ გაწეულ შრომას.

დასაწყისიდანვე შენზე მორგებულ, კომფორტულ და თავისუფალ გარემოში ნელ-ნელა, თანდათანობით, ძალდატანების გარეშე, ხალისით შეისწავლი შენს მიერ არჩეულ პროგრამებს, შეიძენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ოღონდ ერთი პირობით, აქაც ერთმანეთი შევავსოთ - მე ზოგჯერ სიცელქეს დაგესესხები ჩემი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების განაწილებისას და ორივეს მაგრად გაგვისწორდება!

შენ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგახარ - არჩევანიც დიდია: ყველა რაღაცით გაწონებს თავს( ობიექტურად თუ სუბიექტურად)

რეკლამები,(ათასგვარი!)

პროექტები(საკმაოდ სოლიდური!)

გრანტები(კარგია!)

ფასდაკლებები(ვისთვის როგორ!),

სტაჟირება(პერსპექტიული!)

პრაქტიკა(სასარგებლო!)

დასაქმება(კულმინაცია!

და კივევ ბევრი რამ!

მაგრამ ეს ყველაფერი ხომ აუცილებელი და დოგმატური მახასიათებლებია ( ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს!) ნებისმიერი უნივერსიტეტისათვის?!

თანაც ეს ყველაფერი ხომ მეც მაქვს?! მაგრამ ცოტა არ იყოს მეუხერხულება, თავი მოგაწონო იმით, რაც ისედაც უნდა იყოს....რაც თეორემის მხოლოდ აუცილებელი პირობააა?! და ფაქტიურად აქსიომაა უკვე!

მაგრამ საკმარისია კი ? .....

მე პატარა ვარ და ესეც კი მეამაყება!

კომპაქტური.

შეკრული.

მობილიზებული და მიზანსწრაფული - მეგობრული, კრეატიული და იმედიანი გუნდით.

მე შენ გიწვევ, გეპატიჟები, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ კიდევ უფრო მაგარი ვიქნები, ვიდრე დღეს ვარ!

და თუ შენ ჩემი გჯერა, მენდობი, მოდიხარ!

ხდები ჩემიანი არა როგორც რიგითი, არა როგორც მეათასე თუ ათასმეხუთასე სტუდენტი, არამედ როგორც ინდივიდი!

შენ ხარ პერსონა!

პერსონა, რომელსაც აქვს პროფესიონალად ჩამოყალიბების, თავისუფალი აზროვნებისა და განვითარების სურვილი და უფლება!

ჩემი დამოკიდებულება შენდამი ისეთია, თითქოს მე მხოლოდ შენთვის ვარსებობ!

შენ ხარ ჩემი მეგობარი, ახლობელი, კოლეგა - შენი ინდივიდუალიზმით, რომელმაც უნდა შექმნა არა მარტო პირადი, არამედ ჩემი ისტორია, ჩემი წარმატება, ჩემი ხვალინდელი დღე!

ალბათ ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენ ჩემთვის და როგორ მჭირდები!.....

გამარჯობა,

მე ქუთაისის უნივერსიტეტი ვარ და

მე არა - ფერი ვარ უშენოდ!

#ქუთაისი

#ქუთაისისუნივერსიტეტი

#unik
მზია ჟორჟოლიანი
Tbilisi · 1 month ago
19
Write a comment
3