ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს

0
დღეს ქუთაისში წყალტუბოს საკარანტინე ზონიდან ერთი კოვიდინფიცირებული გადმოიყვანეს. 52 წლის ქალბატონს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურია. ამჯერად, ქუთაისში 5 კოვიდინფიცირებულია, ყველა მათგანი მკურნალობის კურსს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა. კორონავირუსი
kutaisidaily
0