ბათუმში ტრანსპორტი ქუჩების ნაცვლად ეზოებში მოძრაობს

0
გადაკეტილი გზები ბათუმის მუდმივი პრობლემაა. მნიშვნელობა არა აქვს, რა დროა ან რა მდგომარეობა, ქალაქში ყოველთვის მოიძებნება გზა, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც იკეტება. გამონაკლისი არც ეს სეზონია. ამჯერად, ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩაა გადაკეტილი, რაც ტრანსპორტის მარშრუტს ისე ცვლის, რომ ისინი საცხოვრებელ ტერიტორიაზე მოძრაობენ. შეგახსენევთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და თავდაპირველად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასრულება იგეგმებოდა. პროექტის ღირებულება 60 მილიონ ლარს შეადგენს. ქალაქის მერია ცდილობს, სამუშაოების ძირითადი ნაწილი მანამ დაასრულოს, სანამ ცხელიტურისტული სეზონი დაიწყება, მაგრამ ჯერჯერობით, მოძრაობა ისევ შეზღუდულია და ტრანსპორტი ეზოებში მოძრაობს.
#ტრანსპორტი
#გადაკეტილიქუჩა
#ბათუმი
#batumidaily
0