ბარბარობა

0
დღეს, 17 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენიებს ❤️ ეს წმ. ბარბარეს ფრესკაა სვანეთიდან, სადაც საოცრადაა შერწყმული წარმართული და ქრისტიანული წეს-ჩვეულებები და რიტუალები. ხშირად, ქრისტიან წმინდანებში წარმართი ღვთაებები იგულისხმება, მათი სახელობის დღესასწაულზე კი, ქრისტიანული რიტუალის ნაცვლად (ან მასთან ერთად), წარმართული სრულდება. ამის მაგალითი ბარბარობაა (სვან. ბარბლაშ). "მზე შემოაქვთ რქებით ხარებს! მზე შენია ბარბარ დოლაშ"- ამ ლოცვით იწყებდნენ სვანები ბარბარობას, მზის ქალღვთაება ბარბარ-ბაბარის თაყვანისცემას. ბარბარობის უძველესი, წარმართული დღესასწაული მზის მობრუნებასთან იყო დაკავშირებული და დეკემბერში აღინიშნებოდა, რასაც ადასტურებს დეკემბრის თვის სვანური სახელწოდება - ბარბლაშ 🌞💛
0