მეცნიერებმა აღმოაჩინეს უძველესი ქალაქი რაპტა, ანუ აფრიკული ატლანტიდა

0
სამი წლის წინ აკვალანგისტმა ალან სატონმა ტანზანიის სანაპირო ზოლის თავზე ფრენისას შეამჩნია უცნაური ქვები წყალში. არქეოლოგებს დასჭირდათ სამი წელი, რომ ეპოვათ ეს ჩაძირული ნანგრევები და არქეოლოგებმა მართლაც იპოვეს ცნობილი სავაჭრო ქალაქი სახელად რაპტა.
ითვლება, რომ ეს უძველესი ქალაქი იყო აფრიკის პირველი მეგაპოლისი, რომელიც ცნობილი იყო თავისი უზარმაზარი ბაზრებით და მეტალის ნაკეთობებით. ეს მეგაპოლისი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი. აფრიკული ქალაქი მოხსენიებულია ცნობილი ეგვიპტელი გეოგრაფის წიგნში “გეოგრაფია”, რომელიც ირწმუნება, რომ ამ ქალაქის არსებობა უძველეს რომში ცნობილი იყო 2000 წლის წინ – ახალი წელთაღრიცხვით 50 წელს. ქალაქი რაპტა უეცრად და უკვალოდ გაქრა 1600 წლის წინ. არქეოლოგები ეძებდნენ დაკარგულ ქალაქს წლების განმავლობაში. მეცნიერები ცდილობდნენ აეწყოთ თავსატეხი, მაგრამ ვერანაირად ვერ ახერხებდნენ ქალაქის ადგილმდებარეობის გამოცნობას.
საბედნიეროდ, აკვალანგისტმა შეამჩნია საპორტო ქალაქის ნანგრევები, რომელიც ითვლება აფრიკულ მეგაპოლისად და ეგვიპტის და რომის სავაჭრო პარტნიორად, მაგრამ რახან რაპტა გაქრა 1500 წლის წინ, ამიტომაც ცოტა რამაა ცნობილი რაპტას კულტურის შესახებ ასევე მისი დაცემის შესახებ. ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის ოფიციალური დასტური, რომ ეს ზუსტად არის ის ქალაქი რაპტა, მაგრამ ჯერ არსებული შედეგები ტოვებენ იმის იმედს, რომ ეს ნამდვილად რაპტაა. როდესაც ალან სატონმა პირველად შეამჩნია ქალაქი, მან გადაიღო ფოტო, მაგრამ მხოლოდ მერე მიხვდა თუ რა იპოვა მან. #აფრიკა
#მეცნიერება
#მეცნიერები
#აღმოჩენა #რაპტა
Tbilisi
0