რას გვაფრთხილებს ჯანმო? -ზაფხული, შემოდგომა-ზამთრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ

0
ჯანმო დაბეჯითებით, მკაფიოდ გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული გამოვიყენოთ არა საზეიმოდ და იმ შედეგების აღსანიშნავად, რომელიც აქამდე მივიღეთ, არამედ გამოვიყენოთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ფანჯრები იხურება, ამ დროს ნებისმიერი ვირუსის გავრცელება უფრო მაღალია. „სეზონურობის თეორიის (რომელიც შეიძლება მართალი გამოდგეს), მყარი საფუძველი არ გააქვს, მაგრამ ზოგადად რესპირაციულ ინფექციებს რა ტენდენციების ახასიათებს საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ამ ვირუსსაც შესაძლოა გავრცელების იგივე ხასიათი ჰქონდეს. ანუ როგორც კი ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ფანჯრები იხურება, ამ დროს ნებისმიერი ვირუსის გავრცელება უფრო მაღალია, ამდენად მეორე ტალღა თუ დადგა, მოსალოდნელი პერიოდი ალბათ სექტემბერ-ოქტომბერი იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
0