მასობრივი პროტესტი და კორონავირუსის გავრცელება

0
ამერიკის ხელისუფლების COVID-19-თან ბრძოლის სამიზნე ჯგუფის განცხადებით, მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო წამოწყებულმა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა შესაძლოა ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვან ზრდას შეუწყოს ხელი. „ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ამერიკელის კონსტიტუციურ უფლებას, მაგრამ ამავდროულად მოვუწოდებთ თავიანთი უფლებების განხორციელება უსაფრთხოდ შეძლონ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ცალკეული შტატების ხელმძღვანელებთან სატელეფონო კონფერენციის დროს. სამიზნე ჯგუფის მონაცემებით, ბოლო კვირების მანძილზე, დიდი ქალაქების უმეტესობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები შემცირდა, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ რამდენად სასარგებლოა პროტესტის მონაწილეების მხრიდან, სამედიცინო პირბადეების გამოყენება აქციების მიმდინარეობისას. აქვე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა შტატებიდან მომდინარე COVID-19-ის მზარდი შემთხვევების გამო, აშშ-ის საფონდო ბირჟების მაჩვენებლები უარყოფითი ნიშნულისკენ მიდიან. აღნიშნული თავის მხრივ შესაძლოა ეპიდემიის მეორე ტალღაზე მიუთითებდეს. შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც სამოქალაქო პროტესტისა და კორონავირუსით ინფიცირების შესაძლოა კავშირს განიხილავენ. მაგალითად ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც პირბადეს იყენებდა, შეუძლოდ გახდა და აქედან გამომდინარე უცნობია, რამდენად ამცირებს ნიღბის გამოყენება ვირუსის გადაცემის რისკს. აქვე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სამოქალაქო პროტესტი, არსებული სოციალური დისტანცირების წესების თანახმად კვლავ არალეგალურია. თავის მხრივ, ბორის ჯონსონი მოსახლეობას მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა მასობრივ პროტესტში, თუ ისინი სოციალური დისტანციის დაცვას არ ეცდებიან. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
coronavirus
USA
Australia
UK
mass
protest
headline
0