6 votes
comments
shares
Save
5 reads
Gela Adamiani
Tbilisi · 1 year ago

ირგვლივ ყოყმანობს აზრები სხვისი,

სიცივე ამბობს; "ისევ მოვედი"

გარდავიცვლები ამაღამ, ვიცი,

გარდავიცვლები როგორც პოეტი

მე ველოდები ვინმე თანასწორს,

ვინმე თანასწორს განა ვპოვებდი?

გარდავიცვლები როგორც არასდროს,

გარდავიცვლები როგორც პოეტი

ნათება მთვარის იპყრობს ჩემს მზერას,

სარკმლის წინ ცეკვავს ვარდის რტოები,

გარდავიცვლები ამაღამ, მჯერა,

გარდავიცვლები როგორც პოეტი

გალაკტიონი ისევ დამნებდა,

ოდეს მის აზრებს მოვიპოვებდი,

გარდავიცვლები ამაღამ მჯერა,

გარდავიცვლები როგორც პოეტი!

ჩემი პირველი, და ზოგადად პირველი ლექსი ფიდსზე!


Gela Adamiani
Tbilisi · 1 year ago
6
Write a comment