4 შემთხვევა, როცა ურთიერთობაში ტყუილის თქმა დანაშაული არ არის

0
ტყუილი რომ ცუდია და ურთიერთობაზე დამღუპველად მოქმედებს, ყველა თანხმდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ტყუილი აუცილებელიც კია. შესაძლოა, პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ კვლევის თანახმად „თეთრი ტყუილი“ რომანტიკულ პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ ნდობას უჩენს. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი ტყუილს კარგი განზრახვით ამბობს, როცა უწყინარი ტყუილით თქვენი დაცვა სურს. როდესაც პარტნიორი სხვა ადამიანისადმი გრძნობების შესახებ გეკითხებათ. შესაძლოა, ხანდახან უბრალოდ გსურთ თავი აარიდოთ რთულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, კითხვებს, რომლებიც ურთიერთობას ანადგურებენ. „ოდესმე ვინმე ჩემზე მეტად გყვარებია?“ „ის ჩემზე უფრო მომხიბვლელია?“ – თუ მსგავს კითხვებზე უპასუხებთ „არას“, მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხი შესაძლოა ტყუილი იყოს, არაფერი დაშავდება. პირიქით, ურთიერთობა უფრო მყარი გახდება.
თუ გსურთ, რომ პარტნიორთან ჩხუბი შეწყდეს. მოდით, ამას დიმპლომატიური ტყუილი დავარქვათ. თუ რაიმე საკითხზე ვერ თანხმდებით და ატყობთ, რომ კამათი შეიძლება უკონტროლო ჩხუბში გადაიზარდოს, შეგიძლიათ მოიტყუოთ(ხანდახან მაინც) და თქვათ, რომ მისი აზრი მისაღებია. ცხადია, ეს არ ეხება საკვანძო ცხოვრებისეულ საკითხებსა და პრობლემებს, რომელთა დაგაჭრის დროსაც ორივე პარტნიორის შეხედულება უნდა იყოს გათვალისწინებული.
როდესაც პარტნიორი ისეთ საჩუქარს გჩუქნით, რომელიც არ მოგწონთ, ან უგემურ საჭმელს ამზადებს. თუ პირდაპირ ეტყვით, რომ არ მოგწონთ მისი საჩუქარი, ან არ მოგწონთ კერძი, რომელიც მოგიმზადათ, ვერც წარმოიდგენთ, რა რთულ და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებთ. ამიტომაც, არაფერი დაშავდება თუ მოატყუებთ და ეტყვით, რომ ძალიან მოგწონთ. გახსოვდეთ, რომ მას თქვენი გაბედნიერება სურდა. მთავარი კი სწორედ ესაა.
როდესაც არ მოგწონთ პარტნიორის სამოსი, ან მისი ვარცხნილობა. თუ ხვდებით ადამიანს, რომლის სტილიც და ვიზუალიც მოგწონთ, მაგრამ ერთ დღესაც ისე ჩაიცვამს, რომ ვეღარ ცნობთ და მისი სტილი გაკვირვებთ კიდეც, ეცადეთ, თავი შეიკავოთ პირდაპირობისგან. თუ ეტყვით, რომ მისი ახალი იმიჯი მოგეწონათ, ამით არაფერი დაშავდება.
#ურთიერთობა
#სიყვარული #ურთიერთობისსირთულეები
0