Happy Birthday Adriana Lima

0

ადრიანა ლიმა 1981 წლის 12 ივნისს დაიბადა სალვადორში, ბრაზილიაში. თინეიჯერობაში მეგობართან ერთად სამოდელო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფოტოები გაგზავნა, მალევე დაუკავშირდნენ და 15 წლის ასაკში Ford-ის ‘Supermodel of Brazil’ კონკურსის გამარჯვებული გახდა. იმავე წელს ბრაზილია Ford Models -ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინა და მეორე ადგილი დაიკავა. 3 წლის შემდეგ, 1999 წელს ნიუ იორკში მიიწვიეს, სადაც ელიტ მოდელ ლუქის კონტრაქტი მიიღო. მას შემდეგ არაერთ დიდ ბრენდთან უმუშავია, მოხვედრილია წამყვანი მოდური ჟურნალების გარეკნებზე: Vogue, Harper’s Bazaar, ELLE, Interview, GQ, W, Esquire, V. გაუვლია ისეთი დიდი ბრენდების პოდიუმზე, როგორებიცაა: დიორი, ლუი ვიტონი, ჟივანში, ფენდი, ვერსაჩე. უწევდა რეკლამას: არმანის, ელი სააბს, პრადას, ბალმანს. მიუხედავად იმისა, რომ ლიმას საკმაოდ ბევრ დიდი ბრენდთან უთანამშრომლია, მისი ყველაზე წარმატებული კამპანიები ყოველთვის კომერციული მოდისთვის იყო, მეიბელინიც სწორედ ერთ-ერთი მაგალითია. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი ამერიკული თეთრეულის მწარმოებელი ბრენდი ვიქტორია სეკრეტია.

ბრაზილიელმა Victoria’s Secret-ის შოუზე პირველად 1999 წლეს 18 წლის ასაკში გაიარა, 2000 წელს ანგელოზის კონტრაქტი გააფორმა და მას შემდეგ ყველა შოუში მიიღო მონაწილეობა 2009 წლის გარდა, რომელსაც ორსულობის გამო ვერ დაესწრო. ინდუსტრიაში ყველამ იცის, რომ კომერციული მოდისკენ მაღალი მოდის გოგონებს გზა ჟიზელმა გაუხსნა, როცა 2000 წელს VS-თან 25 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, ამას ისიც დაემატა, რომ ჟიზელი ინდუსტრიისკენ მიმავალი ბრაზილიელი მოდელების არმიას ჩაუდგა სათავეში. ეს იყო ბრედისთვის მთავარი ბიძგი, ირგვლივ შემოეკრიბა ყველა დიზაინერისთვის სასურველი გოგონები, რომ წარმატება მოეპოვებინა. ლიმა სწორედ იმ გოგონებში შედის, რომლებმაც Victoria’s Secret შექმენს იმ VS-ად, რაც 2009 წლამდე იყო. ჟიზელი, ადრიანა, ალესანდრა ამბროსიო, ჰაიდი კლუმი, ტაირა ბენქსი- VS-ის ოქროს გოგონები, რომლებმაც ბრენდის ‘ოქროს ერა’ შექმენს. გოგონები, რომლის ადგილზე ყოფნა ყველას სურდა. მათ აქციეს VS-ის მოდელობა და ანგელოზის სტატუსი საოცნებოდ. ძალიან ბევრ გოგონას უბიძგეს თავის მოვლისკენ. ადრე თუ მოდელის ტიპაჟი მხოლოდ მოდურ ჟურნალებში ჩანდა, მათი გავლენით ნელ-ნელა რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა, ამას ცოტა მოგვაინებით ინსტაგრამმაც ძალიან შეუწყო ხელი. ერთ-ერთი ძალიან დიდი გავლენა, რაც ადრიანას ჰქონდა საზოგადოებაზე და რაც ხშირად არ აღინიშნება, არის სპორტის რეკლამირება. ვიცოდით, რომ ადრიანა ბოქსში ვარჯიშობდა და სწორედ ამიტომ აირჩია ბრენდმა VS Sport-ის მთავარ სახედ, ამას ისევ ინსატგრამის გავლენა დაემატა და ყველა მოდელმა აიტაცა სპორტარბაზიდან ფოტოებისა დადება. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაინახეს, რომ მოდელები იდელაური ფორმებისთვის ვარჯიშობენ და გაუჩნდათ ჯანსაღი ცხოვრების სტილის მოტივაცია. ადრიანამ ლეგენდარული ანგელოზებიდან ყველაზე გვიან დატოვა ბრენდი – 19 წლიანი კარიერა Victoria’s Secret-ში, 18 წლიანი საოცნებო ‘ანგელოზის’ სტატუსით. 5-ჯერ გახსნილი და 3-ჯერ დახურული შოუ. დახურა 2018 წლის შოუ, რომლითაც საბოლოოდ დატოვა ბრენდი. 3-ჯერ ეცვა ბრილიანტის ბიუსჰალტერი. უდავოა, რომ ადრიანა VS-ის დედოფალია, სწორედ ამიტომაც გააცილეს ისე, როგორც იმსახურებდა. ლიმას წასვლა ნამდვილად არის ერის დასასრული, VS-ის ‘ოქროს ერა’ რომელიც რეალურად 2008 წელს დასრულდა, 2018 წელს ადრიანას წასვლით საბოლოოდ დაიხურა.

#ადრიანალიმა #ვიქტორიასეკრეტი #მოდა #დიზაინი #იუბილარიადრიანა
Tbilisi
0