ᲚᲔᲓᲘ ᲒᲐᲒᲐᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲙᲚᲘᲞᲘ ᲤᲐᲠᲐᲯᲐᲜᲝᲕᲘᲡ ᲤᲘᲚᲛᲘᲗ ᲐᲠᲘᲡ ᲨᲗᲐᲒᲝᲜᲔᲑᲣᲚᲘ

0
ცნობილმა მუსიკოსმა, ოსკაროსანმა მსახიობმა Lady Gaga-მ ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე სახელწოდებით – 911. სინგლი შესულია გაგას რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში, სახელწოდებით – Chromatica. https://youtu.be/58hoktsqk_Q
დაახლოებით 5-წუთიანი ვიდეო, პოპ ვარსკვლავის სხვა კლიპების მსგავსად ვიზუალურად ორიგინალურია. თუმცა, ამ შემთხვევაში ისიც არის აღსანიშნავი, რომ მუსიკალური ვიდეო სომხური წარმოშობის ცნობილი რეჟისორის, ფარაჯანოვის შემოქმედებით არის შთაგონებული.
ვიდეოში გაგა მისტიკური სამეფოს დედოფალს განასახიერებს, თუმცა, კლპის ბოლოს სრულიად სხვა სიუჟეტური ხაზი იკვეთება. ირკვევა, რომ გაგა ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დაშავდა და ჩნდება განცდა, რომ ნაჩვენები სცენები მისი წარმოსახვა იყო.
აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ვიდეო არაერთი ჯილდოს და პრიზის მფლობელმა რეჟისორმა Tarsem-მა გადაიღო. ინდური წარმომავლობის რეჟისორი ჰოლივუდური კინოსურათებით, მუსიკალური ვიდეოებით და რეკლამებით არის ცნობილი, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ სერგო ფარაჯანოვი მისი შთაგონების წყაროა.
#ლეიდიგაგა
#ფარაჯანოვი #ახალიკლიპი #შთაგონება
0