ჰარი სტაილსი ამერიკული ვოგის 2020 წლის დეკემბრის ნომრის ყდაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გახდა პირველი მამაკაცი, რომელსაც ამერიკული ვოგის სოლო ყდა აქვს.
ინტერვიუ ჰარისთან ლეგენდარულმა მოდის რედაქტორმა ჰემიშ ბოულსმა ჩაწერა, ხოლო ფოტოების ავტორი ტაილერ მიტჩელი გახლავთ.
გთავაზობთ ჰარი სტაილსის რამდენიმე ფრაზას ინტერვიუდან:
მწერალ ალან დე ბიტონზე საუბრისას: "მიყვარს მისი დამწერლობა. მახსოვს ერთხელ მის საუბარს ვუსმენდი იმაზე, თუ რაშია ბედნიერება. მან თქვა რომ ბედნიერებისთვის აუცილებელია იცხოვრო მეგობრების გარემოცვაში და რომ ნამდვილი მეგობრობისთვის აუცილებელია ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილები"
ბიტონის წიგნმა "სიყვარულის მიმართულება" მას ასწავლა, რომ: "როდესაც ვინმესთან ურთიერთობას იწყებ, გგონია რომ ეს კარგად გამოგივა და რომ ეს ადვილია, თუმცა ნამდვილი ურთიერთობა განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს."
მედიტაციაზე: "ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა. მედიტაციაში არის დახვეწილობა. ის მეხმარება დროის შეგრძნების შენარჩუნებაში. ასევე იმაში, რომ დავტკბე მომენტებით და იმით თუ რა ხდება აქ და ახლა, იქნება ეს გემრიელი საკვები, ყავა, მეგობრებთან გატარებული დრო თუ ძალიან ცივ ტბაში ცურაობა."
კარანტინზე: კარანტინი ლოს-ანჯელესის სახლში გავატარე 3 მეგობართან ერთად. ერთმანეთის სახელებს ფურცლებზე ვწერდით, ქუდში ვყრიდით და შემდეგ ერთს ვიღებდით, შემთხვევით ამოსულ სახელებს კვირის დღეების მიხედვით ვალაგებდით და ასე ვაწყობდით კვირის გეგმებს, მაგალითად ვისი სახელიც ორშაბათს დაემთხვეოდა მას უნდა აერჩია, თუ რა ფილმს ვუყურებით, რას შევჭამდით და რა სხვა გასართობი გვექნებოდა. ძალიან ბევრ ფილმს ვუყურეთ - კარგი ბიჭებიდან დაწყებული სულელით დამთავრებული. კარანტინის დროს ბევრ რამეზე დავფიქრდი, თუ რა მაბედნიერებს. ძალიან გამიმართლა, რომ მეგობრები მყავდა გვერდში, მარტო რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად ძალიან უბედური ვიქნებოდი."
ბენდ One Direction-ზე: "ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ახლა ბოდიში უნდა მოვიხადო იმაზე, რომ ბენდში ვიყავი ან რომ ის დავტოვე. თუმცა მე ძალიან მომწონდა ბენდში ყოფნა. რაც მაშინ ხდებოდა ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო და ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი მესწავლა, უკეთესი გავმხდარიყავი."
პოსტ-კოვიდ გეგმებზე: ვგეგმავ დროებით ტოკიოში გადავიდე საცხოვრებლად. სიმშვიდესა და აუჩქარებლობაში დიდი სილამაზეა. ამას ვგრძნობ ტოკიოში და ნამდვილად ყოველი წამით ვტკბებოდი ყოველ ჯერზე, როდესაც იქ ჩავდიოდი.