რა ქონება შეიძინა გიორგი გახარიამ 2012 წლის შემდეგ?

0
"ვერავინ, ვერასოდეს, ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 2012 წლის შემდეგ შევიძინე", — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს, 13 ივნისს ჟურნალისტებს, ქონებრივი დეკლარაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. გახარიას მტკიცებით, მას საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ერთი ავტომანქანის გარდა, უძრავ-მოძრავი ქონება არ შეუძენია. "ოპოზიცია ახლა ბევრ რაღაცას ამბობს. რეალურად, სამწუხაროდ, შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა საერთოდ არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა ამას მოსდევენ... მე საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ შემიძენია, ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც შევუძინე ჩემს ცოლს. ახლა მე ერთი რამე მინდა გითხრათ მე ჩემს ცოლთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, შესაბამისად ვერავინ, ვერასოდეს ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 2012 წლის შემდეგ შევიძინე. ასევე, მაგალითად ჩემმა მშობლებმა გაასხვისეს, რაღაც უძრავი ქონება კახეთში, იქ სხვა ადამიანი იყო შემძენი. უხერხულია როცა იყიდი ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი მერე ის ხდება პრობლემა. სადმე რაიმე კანონდარღვევა თუ არის მოიტანეთ ფაქტები", — განაცხადა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიამ დეკლარაციის შესახებ რამდენიმე დღის წინაც, 5 ივნისს ისაუბრა. იგი თავის დეკლარაციაში 2015 წლიდან ქონების კლებას განმარტავს და ამბობს, რომ რაღაც ნაწილში თავადაც "ღარიბდება". მისივე თქმით, ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში შემოსავალი აკლდება. "რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?" — თქვა გახარიამ
0