პროფესიაზე შეყვარებული გოგონა, რომელიც სიყვარულს თავის შეკერილ ტანსაცმელზე ანაწილებს

0
ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო ჭრა-კერვით რომ დაინტერესდა. როცა დედა ლამაზ კაბებს უკერავდა მას და მის დებს, თვითონაც ეხმარებოდა ხოლმე. მამიდები და დეიდებიც მკერავები ჰყავს, ამიტომ ეს ნიჭი მათგან გამოჰყვა. ჰილდა მიქავა წალენჯიხის რ-ნ სოფ.ჯგალიდანაა. მან რამდენიმე თვის წინ დედაქალაქში საკუთარი ატელიე გახსნა. სახელი მალევე მოიხვეჭა და შეიძლება ითქვას, დღეს ის ღირსეულ კონკურენციას უწევს სხვადასხვა ბუტიკებსა თუ სამკერვალოებს. _ საკუთარი ატელიეს გახსნამდე, წლების განმავლობაში, არაერთ საკმაოდ დიდ კომპანიაში ვმუშაობდი, რამაც უზარმაზარი გამოცდილება დამიგროვა, შესაბამისად, დავფიქრდი, გამეხსნა საკუთარი სამკერვალო. მთავარი სირთულე თანხის მოძიება იყო. რაღაც ნაწილი ბანკიდან გამოვიტანე, მცირედი ჩემი დანაზოგიდანაც დავუმატე. ჩამოვედი თბილისში, ვიქირავე ფართი და დაიბადა “ჰილდას ატელიეც”. ჩემს ატელიეში ყველანაირი სტილისა და მოდელის ტანისამოსი იკერება, როგორც ქალის, ასევე კაცისა და ბავშვის. მაგრამ, ძირითადად, მოთხოვნა სადღესასწაულო, საბანკეტო და საქორწილო ტანსაცმელებზეა. აგრეთვე, ვკერავთ სხვადასხვა აქსესუარებს. რაც შეეხება ფასებს, ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, ის საკმაოდ დაბალია. ვინაიდან ატელიე ახალი გახსნილია, ჯერჯერობით დასაქმებულიც  არავინ მყავს. სამომავლოდ ვაპირებ, დაინტერესებული რამდენიმე გოგონას აყვანას, რომ ვასწავლო ეს საქმე და შემდგომ დავასაქმო. არ მეშინია გამოწვევებისა და კონკურენციის. ვისაც ერთხელ მაინც შეუკერავს ჩემთან სამოსი, იცის, რომ მთელ გულს ვდებ მასში. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ჩემ ნამუშევრებს ვფიქრობ, ეს ეტყობა კიდეც. ხელწერა _ ჩემი ხელწერა ინდივიდუალური მიდგომაა ყველა გემოვნებისა და სტილის მქონე ადამიანთან. ეს იმაში გამოიხატება, რომ მე არასოდეს ვთავაზობ მომხმარებელს იმას, რაც მოდაშია, ტრენდულია ან მე მომწონს. მას ყოველვის ვურჩევ იმას, რაც მას მოუხდება და რაც მის სტილში ჯდება. წარმატებული დიზაინერი? – არ ვთვლი ჩემ თავს წარმატებულ დიზაინერად. უბრალოდ, ამ საქმეზე შეყვარებული ადამიანი ვარ და ამ სიყვარულს ვანაწილებ ჩემ შეკერილ ტანსაცმელზე, რომელიც მინდა რომ ყველამ ატაროს. ატელიე ჰილდა” მდებარეობს თბილისში, ავთანდილ ღოღობერიძის ქუჩა N6. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ატელიეს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს:“ატელიე ჰილდა”
Feedc
#გააჟღერე
0