27 votes
11 comments
shares
Save
7 reads
Ani Tukh
Tbilisi · 1 year ago

ტრანსპორტთან და დილით მგზავრობასთან დაკავშირებული ტრაგი-კომედიიდან:

 ვსწავლობ თსუ-ში და მგზავრობისთვის საშუალოდ 1საათი, თუ გამიმართლა 35-40 წუთი, თუ არადა ზოგჯერ 1:15წუთიც მიწევს.

დღეს დილით 9სთზე მქონდა გამოცდა(მადლობა ღმერთს მაღლივში არა) ხოდა წესისამებრს 1საათით და 10წუთით ადრე გამოვედი სახლიდან, რათა არ დამეგვიანა.

რა თქმა უნდა, პირველ 5 მარშუტკაში ჩემი კი არა ნემსის ადგილიც არ იყო, ვერც პირველ 2 ავტობუსში ავედი. ამასობაში გახდა 9ის 15 წუთი და როგორც იქნა შემდეგ ავტობუსში დავიკავე ჩემი მცირედი ადგილი სრულიად მიჭყლეტილმა.

დიდი გაჭირვების შემდეგ ძლივს მივაღწიე ბარათაშვილამდე, რომელიც სრულიად გადაკეტილი დამხვდა.(უკვე 9ს აკლია 10)

დაგვიანება არ მიყვარს, მაგრამ არც დაპანიკებები დამიწყია, მსუბუქად ავნერვიულდი, მოვიშველიე მთელი ფსიქოლოგია, ფროიდი, იუნგი თუ სკინერი, რაც კი რამ მისწავლია 1 კურსზე და ჩემს თავს დავუსახე მიზანი ბარათაშვილიდან ჭავჭავაძეზე უტრანსპორტობაში 15წუთში სასწაულებრივად აღმოვჩენილიყავი.

7წუთში თავისუფლების მეტრომდე მივედი. რუსთაველიდან კი თავქუდმოგლეჯილი სირბილ- სიარულის შეთავსებით 20 წუთის დაგვიანებით სასიცოცხლო ნიშნებს მოკლებული, გაწითლებული, სუნთქვაგახშირებული, ფეხებაკანკალებული, პირგამომშრალი და თმაგაწეწილი მივედი უნივერსიტეტში, გამოცდაზე

კითხვა: გვეშველება რამე?

ეშველება რამე ტრანსპორტს ან გაჭყლეტილ მგზავრობას?


Ani Tukh
Tbilisi · 1 year ago
27
Write a comment