უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით IPSOS-ის უკრაინულ და რუსულ ოფისს ერთი ადამიანი ხელმძღვანელობს

0
კიევში, ცოტა ხნის წინ დასრულდა უკრაინელი ჟურნალისტების ბრიფინგი. მათი თქმით, იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, სააკაშვილი უკრაინიდან მეგობარ დეპუტატებს აგზავნის. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ იფსოსის უკრაინულ და რუსულ ოფისებს ერთი და იგივე ადამიანი ხელმძღვანელობს. ფინანსურ დირექტორს კი უკრაინული სასამართლო საბანკო თაღლითობას ედავება. როგორც უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, არსებობს განცხადება იფსოს საფრანგეთში მდებარე ცენტრალური ოფისიდან, სადაც საუბარია, რომ კომპანიას ამ შინაარსის არც ერთი კვლევა არ ჩაუტარებია და კითხვის ავტორები უკრაინის ოფისისკენ გადაამისამართეს. უკრაინელი ჟურნალისტების თქმით, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ამ კვლევების დამკვეთად მოევლინა საზოგადოებას, თავდაპირველად განაცხადა, რომ კვლევები საფრანგეთის იფსოსმა შეასრულა. მათივე განმარტებით, როდესაც ავტორიტეტული ორგანიზაციის ვებგვერდზე არანაირი მონაცემები არ დაფიქსირდა მსგავსი კვლევების ჩატარების შესახებ და მეთიუ გალარდი, საფრანგეთის ცენტრალური ოფისის კურატორი გაემიჯნა ამ კვლევებს, ჟურნალისტების თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ, კვლევის ავტორად „მთავარმა არხმა“ უკრაინის ოფისი დაასახელა, თუმცა არჩევნებთან დაკავშირებული კვლევის შესახებ ინფორმაცია არც უკრაინული ოფისის ვებგევრდზე მოიძებნება. უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, უკრაინის იფსოს კომპანიის ხელმძღვანელად დასახელებულია რუსეთის მოქალაქე დიმიტრი შულგინი, რომელიც ასევე რუსეთის იფსოს კომპანიის ხელმძღვანელია.
0