სადავო მშენებლობა გონიოში

0
რამაზ გოგიტიძე გონიოში ცხოვრობს. იგი იმ ადამიანების ჩამონათვალშია, რომლებსაც 2008 წელს მიწა გონიოში საზეიმოდ გადასცეს, 2010 წელს კი ჩამოართვეს. ტერიტორიის დასაკანონებლად ბევრი იბრძოლა, საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მიაღწია, მიწა დაუკანონეს, მაგრამ ახლა სხვა ბრძოლა უწევს. როგორც თავად ამბობს, "ოცნებამ", რომელსაც 8 წელი ემსახურა, იმედი გაუცრუა. "მონა ვიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი არჩევნებზე, აქტივისტი ვიყავ" - ამბობს განაწყენებული რამაზ გოგიტიძე. ანდრია პირველწოდებულის
37-
ში მცხოვრები მოქალაქის განაწყენების მიზეზი, საცხოვრებელი სახლის გვერდით მიმდინარე მშენებლობაა. 10 მეტრის დაშორებით 12 სართულიანი სახლი დგას. სადაო ახლა ის გახდა, რომ მერიამ ორსართულიანი პარკინგის აშენების ნებართვა რამაზ გოგიტიძის სახლსა და კორპუსს შორის დარჩენილ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე გასცა. "ნახევარი მეტრი რჩება დაშორება ჩემ სახლსა და პარკინგს შორის, ავადმყოფი შვილი მყავს, მე ვერსად წავალ. ეს დამატებითი პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი, ჩემთვის არის დამღუპველი. შეაჩერონ პარკინგის მშენებლობა, თორემ მე არ გავჩერდები, არ გავაგრძელებინებ მშენებლობას, თავს შევაკლავ " -ამბობს რამაზ გოგიტიძე. მერიასთან პირისპირ საუბრით რომ ვერაფერი გააწყო, მეზობლები და ახლობლები შეკრიბა და აქცია გამართა. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს "ევრო პალასი" აშენებს. აქ ამბობენ, რომ ნებართვის შესაბამისად მოქმედებენ. "მშენებლობა ნებართვის შესაბამისად მიმდინარეობს" - ამბობენ ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებიც, რომლებიც აქციის შემდეგ ადგილზე მივიდნენ. რატომ გაიცა პარკინგის მშენებლობის ნებართვა ორსართულიან საცხოვრებელ სახლთან ასე ახლოს ? - კითხვაზე პასუხი ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან ვერ მივიღეთ.
0