პირველი კინო

0
ძმებმა ლუი ჟან (1864-1948წწ) და ოგიუსტ ლუი ნიკოლა (1862-1954წწ) ლუმიერების სახელთან დაკავშირებულია პირველი კონოს შექმნა.კერძოდ ლუი ჟანმა დიდი ხნის მუშაობის შემდეგ შექმნა აპარატი სინემატოგრაფი, რომლითაც შესალებელი იყო მოძრავი გამოსახულების გადმოცემა.1895 წლის 13 თებერვალს დააპატენტეს კიდეც. ძმებმა ლუმიერებმა ადვილად აუღეს ალღო საკუთარ გამოგონებას და მისი კომერციული მიზნებისათვის გამოყენება განიზრახეს, ამიტომ მათ მოაწყვეს ჩვენება და გაყიდული ბილეთების სანაცვლოდ მათ საფრანგეთში გრან კაფეში, კაპუცინების ბულვარზე 1895 წლის 28 დეკემბერს გაუშვეს კინო, რომელსაც გამოხატული შინაარსი არ გააჩნდა , სათაური გახლდათ, , მუშების გამოსვლა ქარხნიდან" კინოში მხოლოდ ქარხნიდან გამომავალი მუშები და კადრში მოხვედრილი ძაღლი ჩანდა. მათ კინოებს შორის პოპულარული იყო , , მატარებლის მიღება სადგურ ლა სოტაში"უზარმაზარ ეკრანზე გამოჩნდა მოძრავი მატარებელი, რომელიც დიდი სიჩქარით მოემართებოდა მაყურებლისკენ.დარბაზში პანიკამ დაისადგურა , რამოდენიმე მაყურებელმა კი შიშისგან დარბაზიც დატოვა. ძმებს,
ლუმიერებს სიბერეშიც სურდათ საკუთარი გამოგონების სრულყოფა.
0