ნოდარ დუმბაძის მიძღვნილი ლექსი ზუგდიდელ ნუცა გერგედავას და მის მეგობარს.

0
თბილისში სტუდენტობისას ნუცა გერგედავა ნაქირავებ ბინაში მეგობარ ნუცა ხობელიასთან ერთად იმყოფებოდა. ზუსტად ამ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ ნოდარ დუმბაძე და მისი და ლეილა. მათ ერთმანეთთან საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. სტუდენტი ნოდარ დუმბაძე ნაკლებად იყო დაინტერესებული ეკონომიკის ფაკულტეტით. მისი მოუსვენრობა საშუალებას არ აძლევდა დღეში ორი ლექსი არ დაეწერა ნუცასთვის და მათი კარის ქვეშ არ შეეცურებინა. გოგონები იცინოდნენ თურმე იუმორით დაწერილი ლექსებზე, ნოდარი კი, თვითდაჯერებულ სახეს მიიღებდა და გოგოებს ეუბნებოდა: “-იცინეთ, იცინეთ, სულ მალე ნოდარ დუმბაძე ცნობილი პიროვნება გახდება”. მას შემდეგ რაც ნუცა გერგედავა მარის ქუჩიდან მის ძმასთან ერთად სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, ძალიან მოიწყინა მისმა მეგობარმა ნუცა ხობელიამ. ნოდარ დუმბაძემ კი მათ ლექსი მიუძღვნა : "ვუძღვნი ნუცას და ნუცას." 1947 წელი. #ზუგდიდი #თბილისი #ნოდარდუმბაძე #ლექსები #მწერალი #zugdididaily
0