კორონა ვირუსის კიდევ ერთი დაინფიცირების შემთხვევა შიდა ქართლში

0
ახალი კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდამ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში. დაინფიცირებულია ქალბატონი, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სანიტრად მუშაობდა. ამ დროისთვის 11 ადამიანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, ხოლო კონტაკტებიდან 6 პირის ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვისაა გადაგზავნილი. დღევანდელი დღის მონაცემებით, შიდა ქართლში სულ 16 დადასტურებული შემთხვევაა. ამათგან 3 – კასპის მუნიციპალიტეტში, 3 – ხაშურის , ხოლო 10 შემთხვევა კი გორის მუნიციპალიტეტზე მოდის.
goridaily
კორონავირუსი
0