მარნეულელი დეპუტატები ქართული ოცნების სიის მიღმა დარჩნენ

0
, , ქართულმა ოცნებამ“ პირველ ოქტომბერს წარადგინა 2020 წლის არჩევნებისთვის სრული პროპორციული სია. მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი ზაურ დარგალი სიით 127-ე ადგილზეა. გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი კი ოცეულშიც ვერ მოხვდა და 35-ე ადგილი დაიკავა. "ქართული ოცონების" სიაში არ მოხვდნენ ჯერ კიდე მოქმედი დეპუტატები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და მახირ დარზიევი. წინასაარჩევნო პროცესებს გამოეთიშა თამაზ ნავერიანი. ის არ ესწრება "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის ზაურ დარგალის შეხვედრებს მოსახლეობასთან. თუ რატომ არის ის გასული წინასაარჩევნო ველიდან ნავერიანი, არავინ იცის, რადგან მასთან დაკავშირება შეუძლებელია. პარტიულ შეხვედრებს ადგილობრივ დონეზე ის არ ესწრება. ასევე წინასაარჩევნო პერიოდიდან გაქრა დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი. მან რადიო მარნეულთნ საუბრის დროს თქვა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა წინასაარჩევნო შტაბს, დაიღალა და მას დასვენება სჭირდება. ადგილობრივი აქტივისტები ვარაუდობენ, რომ დეპუტატების პასიურობა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და წყენას "ქართულ ოცნებაზე", რადგან მათ დაზუსტებით იცოდნენ, რომ პარტიულ სიაში ვერ მოხვდებოდნენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#არჩევნები2020
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო : რადიო მარნეული
0