დიდ დიღომში ხანძრის შედეგად 30 კვადრატულამდე ფართი დაიწვა

0
ხანძარი იყო გვიან ღამით დიდ დიღომში - ცეცხლის შედეგად, ეზოში არსებული ნაგებობის 30 კვადრატულამდე ფართი დაიწვა. ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად, ცეცხლი მრიცხველს გაუჩნდა, რის შემდეგაც ადგილზე გაზმა გაჟონა. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურები, მათ ხანძრის ლიკვიდირება მალევე შეძლეს.
0