დღეს , 15 ივნისს სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა - უსაფრთხოა თუ არა მატარებლით მგზავრობა?

0
დღეიდან, 15 ივნისიდან სარკინიგზო მიმოსვლა სრულად აღდგა. ჯერჯერობით უცნობია შეიცვლება თუ არა მგზავრობის ღირებულება, თუმცა როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ განაცხადა, ვაგონებში დაცული იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. მისივე თქმით, ნაწილობრივ პასუხიმგებლობა მგზავრებს ეკისრებათ, რომელთაც ერთმანეთისგან დისტანციის დაცვა მოუწევთ: "პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება", - აცხადებს კაჭარავა. კორონავირუსი საქართველოსრკინიგზა
kutaisidaily
0