რა ხდება სოხუმის ბოტანიკურ ბაღში

0
სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში, მრავალი სუბტროპიკული მცენარე ყვავის, თუმცა მისი სილამაზე აღარავის აოცებს, რადგან დახურული "საზღვრის" გამო აფხაზეთში ტურისტები არ არიან. წელს, სოხუმის ბოტანიკური ბაღი აღნიშნავს 180 წლის იუბილეს. პარკი ფარმაცევტ ვლადისლავ ბაგრინოვსკის მიერ XIX საუკუნის 40-იან წლებში დაარსდა. დღეს ბაღის სადემონსტრაციო ნაწილი ხუთ ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს შეადგენს. ამ დროისთვის, სოხუმის ბოტანიკური ბაღის კოლექციაში, მსოფლიოს მასშტაბით ხუთი ათასზე მეტი მცენარეა.
#ბოტანიკურიბაღი
#ბუნება
#აფხაზეთი
#სოხუმი
#sokhumidaily
0