ასე, რომ მიზეზები შორს არის მოსაძებნი..

0
1960 წელს ლუიზიანას შტატში სკოლებში რასობრივი სეგრეგაცია დასრულება გადაწყდა და სკოლებში სადაც მანამდე მხოლოდ თეთრებს შეეძლოთ სწავლა შავებიც დაუშვეს. არათეთრ ბავშვებს რთული გამოცდები უნდა ჩაებარებინათ სკოლაში მისაღებად. რუბი ბრიჯეს ერთერთი იყო 6 ბავშვიდან, რომელებმაც ეს გამოცდა ჩააბარეს ნიუ ორლეანში. რუბის გარდა სხვებმა მაინც გადაწყვიტეს წმინდად თეთრების სკოლაში არ წასულიყვნენ. რუბი იყო პირველი ბავშვი ამერიკის სამხრეთში, რომელიც თეთრების სკოლაში წავიდა. კანონი ერთია და მისი განხორციელება მეორე - თეთრები, მშობლები, მაგრამ მასწავლებლებიც წინააღმდეგნი იყვნენ და ყველანაირი მეთოდით ცდილობდნენ შავი ბავშვის წინააღმდეგ ბრძოლას. სკოლასთან ბრბო იდგა, ემუქრებოდა 6 წლის ბავშვს და სხვადასხვა საგნებს ესროდა. 1960 წლის 14 ნოემბერს ოთხი ფედერალური მარშლის დაცვის ქვეშ რუბი ბრიჯეს პირველად წავიდა სკოლაში. მას ცარიელ სკოლაში ერთადერთი მასწავლებელი ბარბარა ჰენრი დახვდა, რომელიც მას თვეების განმავლობაში მარტო ასწავლიდა. თეთრები ბავშვებსაც არ უშვებდნენ სკოლაში. მარშლები თვეების განმავლობაში აცილებდნენ პატარა გოგოს სკოლაში, რომელიც როგორც "პატარა ჯარისკაცი" (ასე უწოდა მას ერთერთმა მარშალმა) ყოველ დღე მიდიოდა სკოლაში გინების, მუქარის და შეურაცხყოფის მიუხედავად. ნორმან როკველის ნახატზე, რომელიც რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხატად იქცა რუბის პირველი სასკოლო დღეა გამოსახული. ნახატს ჰქვია The Problem We All Live With - პრობლემა, რომელთან ერთად ყველას გვიწევს ცხოვრება.
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0