"ეროვნულები" პირბადის გარეშე - ქუთაისში აქციის ჩატარება იგეგმება

0
ქუთაისელი აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის დროს პირბადის ტარებას აპროტესტებენ და ამასთანა დაკავშირებით 19 ივნისს აქციის გამართვას აანონსებენ. მათ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" შესაბამისი ღონისძიებაც გააკეთეს. გთავაზობთ აბიტურიენტების განცხადებას: " პირბადე ფილტვებში ახდენს ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას და CO-ს გაზრდას, რაც ნერვიულობის ფონზე დაახლოებით 50%-ით ამცირებს ადეკვატური აზროვნების შესაძლებლობას. ასევე, ის სერიოზული დაბრკოლებაა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. როგორც მინიმუმ ზემოთ აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გამოსაცდელში პანიკური შოკი, ხოლო უარეს შემთხვევაში შესაძლოა, თავის ტვინზე ჰემორაგიული გართულება გამოიწვიოს. ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებენ გავლენიანი ქართველი ექიმები: ბიძინა კულუმბეგოვი, ზურაბ გურული, კოტე მათითაშვილი და სხვები. ერთად ვიბრძოლოთ პარასკევს, 19 ივნისს, 17:00 საათზე, ქუთაისში მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცდის პირბადით წერის წინააღმდეგ. აქცია იქნება აპოლიტიკუტი და გაიმართება მდუმარე ფორმატში. ჩვენს ყოველ მესიჯს კი ჩვენივე ბანერები გადმოსცემს", - ნათქვამია განცხადებაში. გთხოვმასუნთქე აბიტურიენტები ერთიანიეროვნულიგამოცდები
kutaisidaily
0