ვანელი მამაკაცი მეზობლის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს

0
ვანში , სექსუალური შევიწროებაში მხილებულ 44 წლის მამაკაცს 300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საჩივარი მეზობლად მყოფმა ქალმა შეიტანა: "ვანის რაიონულ სამმართველოს მიმართა ქალმა, რომელიც მიუთითებდა მეზობლად მცხოვრები მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ. პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებების შედეგად დაადგინა, რომ ს.ჯ.-მ ვანში, ერთ-ერთ ქუჩაზე, 1981 წელს დაბადებული ნ.ჯ.-ის მიმართ სექსუალური შევიწროება განახორციელა. კერძოდ, ს.ჯ.-მ დაზარალებული ქალის მიმართ გამოიყენა სექსუალური ხასიათის ფრაზები და მის წინაშე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქცევა, რაც ამ უკანასკნელისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახავი იყო", - ნათქვამია განცხადებაში. შსს
kutaisidaily
სექსუალურიშევიწროება
0