ვეუბნები ამ კაცს, კობახიძე წადი სახლში, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა — ვაშაძე

ByOn.geGeorgia
0
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდინავს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, რომ სახლში წავიდეს, რადგან ხალხს მისი მოსმენა "აღარ შეუძლია". ასე გამოეხმაურა ვაშაძე კობახიძის განცხადებას, რომ არჩევნების დღეს ოპოზიციას "დესტრუქციული" გეგმები აქვს.
"სად გაგიგიათ ოპოზიციის მიერ გაყალბებული არჩევნები? ხალხნო, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ამოწურეს ამათმა თავისი თავი და ვეუბნები ამ კაცს, კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა. ეს უნდა დავამთავროთ, ეს სისულელეების როშვა. პრესკონფერენცია იმისთვის ხომ არ უნდა ჩაატარო, რომ რაღაცა მოროშო? საღამოს სხედან და ფიქრობენ, რა მოვიგონო, რომ ხვალ ვთქვა", — განაცხადა ვაშაძემ.
#News
ByOn.geGeorgia
0