გერმანია 15 ივნისიდან ევროპის 29 ქვეყანასთან სამოგზაურო შეზღუდვას მოხსნის

0

გერმანია 15 ივნისიდან ევროპის 29 ქვეყანასთან სამოგზაურო შეზღუდვას მოხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. ბერლინი თითოეული ქვეყნის მიხედვით სამგზავრო რეკომენდაციებს გასცემს. ქვეყნებთან საზღვარი გახსენება იმ შემთხვევაში, თუ შეშვებასთან დაკავშირებით აკრძალვა ან საგანგებო მდგომარეობა არ ექნება გამოცხადებული. გერმანია საკუთარ მოქალაქეებს ბრიტანეთში მოგზაურობას არ ურჩევს, რადგან ამ შემთხვევაში მოქალაქეებს 14 დღიან კარანტინში მოხვედრა მოუწევთ. მინისტრმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ მოგზაურობა გარკვეულ რისკებს შეიცავს და ამ ზაფხულს მოქალაქეების უკან დაბრუნების დამატებითი ღონისძიება დაგეგმილი არ არის.

#გერმანია
#კოვიდ19
#კორონავირუსი
#სიახლეები
Tbilisi
0