აგათა კრისტის შურისძიება!

0
დეტექტივების დედოფალს - აგათა კრისტის მისმა მეუღლემ, სამხედრო ოფიცერმა არჩიბალდ კრისტიმ 8 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 1926 წელს მოულოდნელად გამოუცხადა, რომ მას სხვა ქალი უყვარს და აპირებს დაშორდეს მას. შოკში ჩავარდნილმა, საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილმა მწერალმა 1 დღიანი პაუზა გააკეთა და მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეს აგატა კრისტი ჩაჯდა მანქანაში და გაუჩინარდა. პოლიციამ მისი მანქანა აღმოაჩინა სახლიდან მოშორებით, "საილენტ-პულის" ტბასთან. მანქანაში ელაგა მისი პირადი ნივთები, მაგრამ თვითონ მწერალი არსად ჩანდა. დაიწყო ხანგრძლივი გამოძიება.. ასობით პოლიციელი და ათასობით მოხალისე ჩაერთო საქმეში.. არჩიბალდ კრისტის ლამის ყოველ დღე დაატარებდნენ პოლიციის განყოფილებაში და კითხავდნენ.. პოლიციამ იგი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილადაც კი გამოაცხადა. მთელი პრესა წერდა იმის შესახებ, რომ ოფიცერმა მეუღლე შესაძლოა "მოიშორა". მისი ტელეფონი სულ ისმინებოდა და სახლის გარშემო მუდმივად პატრულირებდა ათეულობით პოლიციელი! როდესაც აგათა კრისტი დარწმუნდა, რომ მეუღლეს ისეთი ნევროზი აკიდა, რომ მთელი ცხოვრება ვერ გამოვიდოდა სტრესიდან და საერთოდ დაავიწყდა ახლად გაჩენილი ქალბატონი, იგი მოულოდნელად გამოჩნდა! მალე მან ახალგაზრდა მამაკაციც გაიცნო და ახალი ოჯახიც შექმნა!
0