აუქციონი კაფე-რესტორნის მოწყობაზე ბოტანიკურ ბაღში.

0
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა ადმინისტრაციულ შენობაში კაფე-რესტორნის მოწყობაზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის პირობები შემდეგია : "იჯარით მიღებული უძრავი ქონება გამოიყენონ მხოლოდ კაფე-რესტორნისთვის. მოიჯარე შეზღუდული უნდა იყოს, სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო ქოლგებისა და მაცივრების ღია, თვალსაჩინო ადგილზე დადებისგან, რადგან არ მოხდეს უძრავი ქონების იერსახის დამახინჯება. მოიჯარემ ქონება არ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობების შესაბამისად დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი საქმიანობის მიზნებისთვის." აუქციონი 15 ივნისს დაიწყო და 22 ივნისს დაიწყება. მისი საწყისი ფასი 29 ათასი ლარია. #ზუგდიდი #ბოტანიკურიბაღი #ადმინისტრაცია #აუქციონი #zugdididaily
0